ინჟინერია

ლეონარდო და ვინჩი მილანში სფორცას კარზე მხოლოდ მხათვრობითა და მხედართ ქანდაკებების კეთებით არ იყო დაკავებული. იგი ქმნიდა ესკიზებს სამხედრო იარაღისთვის, სხვადასხვა დანიშნულების ნივთებისთვის, შენობებისთვის და საირიგაციო სისტემებისთვის.

სამხედრო იარაღი. ლეონარდო ომის მომხრა არ იყო მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით მას ბევრი იდეა ქონდა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო იქამდე არსებული იარაღი. მაგალითად: შუბი, მშვილდი, კატაპულტი, საბრძოლო ეტლი. მას განსაკუთრებით კი იმ დროისთვის ახალი ცეცხლსასროლი იარაღი აინტერესებდა. ლეონარდოს ქონდა შექმნილი ესკიზები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ უნდა დაემზადებინათ უკნიდან დასატენი ზარბაზანი, მრავალჯერადი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა. მის მიერ დახატული სწრაფმსროლი ზარბაზანი და კიდებ რამოდენიმე იარაღი გამოყენებული იქნა 400 წლის მერე ამერიკის სამოქალაქო ომში. ასევე საბრძოლო მანქანის ერთ-ერთი ესკიზი 500 წლის შემდეგ ჩვენს გაოცებასაც იწვევს: მას ქონდა დახატული ჯავშანმანქანა, რომელცას სხვადასხვა მხრიდა ზარბაზნები ქონდა დამაგრებული. ეს შეიძლება თნამედროვე ტანკის წინამორბედად მივიჩნიოთ.

არქიტექტურა. ლეონარდო ასევე მუშაობდა კამარებიანი და თაღოვანი გადახურვის პრობლემებზე, რომელიც სიმძიმისა და დაძაბულობის განაწილებას ეხებოდა. მას სურადა, რომ გუმბათის სიმძიმე განაწილებულიყო გვერდით კედლებზე და არა საყრდენ სვეტებზე, რათა ტაძრის სახურავის  ჩამონგრევა გამორიცხულიყო. და ვინჩის ეს მოსაზრებები 400 წლის შემდეგ საფუძვლად დაედო დრეკადობის თორიას თანამედროვე არქიტექტურაში. გარდა ამის ის ამზადებდა ციხესიმაგრეების გასაუმჯობესებელ გეგმებს. ეს კარგად ჩანს, მაშინ როცა ჩეზარე ბორჯამ მას დაავალა ციხესიმაგრის აშენება და გამაგრება. ლეონარდომ გაამაგრა ქალაქი პიომბინო და მისი პორტი. ასევე ვარაოდობენ, რომ იმოლას ციხის გამაგრებასაც გეგმავდა, რადგან მის ჩანაწერებში მოიპოვება ციხის აზომვითი მონაცემები.
 

სამდინარო გზები. გასაოცარი ხელოვანი ინტერესით ეკიდებოდა არხების მშენებლობასაც. მდინარეებს, როგორც სატრანსპორტო გზებს, დიდ მნიშვნელობა ჰქონდა სავაჭრო ქალაქებისთვის. ლეონარდომ დაგეგმა არხი რომელიც ტბასთნ იქნებოდა დაკავშირებული და მილანის სასმელი წყლით მომარაგებას შეუწყობდა ხელს, ხოლო ფლორენციისთვის გემების სამოძრაოდ იქნებოდა სასარგებლო. თავისი გეგმისთვის მან გაითვალისწინა ანტიკური ინჟინერების  და თანამემემულეების გამოცდილება, რომლებმაც ალპებიდან მილანამდე არხი გაიყვანეს. ასევე იგი ცდილობდა არხების მეშვეობით მშრალ რაიონებში საირიგაციო სისტემა გაეყვანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий