და ვინჩის შემოქმედება


დასავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორიაში ძნელად მოიძებნება სხვა შემოქმედი, რომელიც ლეონარდო და ვინჩივით განასახიერებს გენიოსის ცნებას. მედიჩების ფლორენციასა და სფორცების მილანში ამ უნიჭიერესმა ადამიანმა ღრმად შეისწავლა და ერთმანეთს დაუკავშირა ხელოვნებისა და მეცნიერების დარგები, მანამდე უცნობ სიმაღლეზე აიყვანა და გააფართოვა ცოდნისა და მშვენიერების ჰორიზონტები, შექმნა ყველა დროის უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებები. ლეონარდო და ვინჩის ცხოვრება მოუხდა იმ ისტორიულ პერიოდში, როცა ახალ იდეებს დიდი ცვლილებები უნდა გამოეწვია მსოფლიოში და შუა საუკუნეების რელიგიური სტადიიდან რენესანსულ რაციონალიზმზე გადასულიყო. ჰუმანიზმად წოდებული ამ მძლავრი, გარდამქმნელი მიმდინარეობის ეპიცენტრი, ძირითადად, ჩრდილო იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში, უფრო ზუსტად, ფლორენციაში მდებარეობდა. სწორედ ამ ქალაქში ჩაეყარა საფუძველი იმ იდეებსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, რომლებმაც სინამდვილისადმი ადამიანის ახლებური დამოკიდებულება განაპირობა. უკვე ეჭვქვეშ დგებოდა ძველი შუასაუკუნეობრივი რწმენა სამყაროსი, რომელშიც ადამიანის ბედი განგების ძალით წინასწარვე იყო განსაზღვრული.
ლეონარდო მუდმივად აკეთებდა ჩანაწერებს და ჩანახატებს, რომლებშიც უამრავი აღმოჩენის და განუხორციელებელი ექსპერიმენტის ამოკითხვაა შესაძლებელი. ბუნების შესწავლას, დაკვირვებას და გამოცდილებით მიღებულ ცოდნას ლეონარდო და ვინჩის მხატვრობაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ლეონარდო და ვინჩი წარმოადგენდა ყველა დროის გენიოს ადამიანს. იგი იყო მხატვარი, მოქანდაკე, მუსიკოსი, ინჯინერი, სპორცმენი, მათემატიკოსი, ასტრონომი და სხვა მრავალი. როგორც მისი ასევე თანამედროვე საზოგადოება აღიარებს ლეონარდოს პიროვნებას, ვინაიდან მანამდეც და მის შემდეგაც არავის უნახავს ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთი მრავალი ნიჭითა და უნარით იყო დაჯილდოვებული.
1489 წელს ლეონარდომ ლუდოვიკო სფორცასგან მიიღო შეკვეთა დაემზადებინა ფრანჩესკო სფორცას პატივსაცემად  ცხენოსანი ქანდაკება. მაშინ მან გადაწყვიტა არ ჩორთით მოაბენალი, არამედ ყალყზე შემდგარი ცხენის ფიგურა შეექმნა. მაგრამ როდესაც ის ესკიზს აკეთებდა მიხვდა, რომ ისევ ჩორთით მორბენალი ჯობდა, რადგან ცხენის ორ ფეხზე დაყენება არაფრით არ გამოსდიოდა. ბოლოს გადაწყვით, რომ არა ნატურალური არამედ უფრო დიდი ზომის ქანდაკება შეექმნა: ცხენის სიმაღლე მხედართან ერთად 7.5 მეტრი უნდა ყოფილიყო. ამისთვის მას 765 ტონა ბრინჯაო სჭირდებოდა. და ვინჩმა ჯერ ცხენოსანი ქანდაკების თიხის მოდელი დაამზადა, რომელიც  ისეთივე განსაცვიფრებელი იყო, როგორც მის მიერ შემუშავებული ლითონის ჩამოსხმის ახალი მოდელი. ქანდაკების მზადების დროს ლეონარდო დიდი პრობლემებს აწყდებოდა. მაგრამ ყოველივეს მათ დაძლევას ახერხებდა. ბოლოს მხატვარმა თავისი გეგმა, რომლის ყველა ესკიზი მზად ქონდა, ვერ განახორციელა, რადგან 1499 წელს ფრანგებმა მილანი აიღეს, ლეონარდო კი იძულებული შეიქმნა გაქცეულიყო. თიხის ქანდაკება განადგურდა, ბრინჯაოსგან კი ზარბაზნის ლულები ჩამოასხეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий