вторник, 28 января 2014 г.

ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია


ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელის 15 აპრილს იტალიაში. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი ფლორენციაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ნოტარიუსი გახლდათ, რომელიც თავის საქმიანობას ეწეოდა მედიჩების ოჯახში. დედამისი იყო უბრალო მოსამსახურე კატერინა. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ, რის გამოც გარკვეული დრო ის მამას არც კი იცნობდა და დედასთან იზდებოდა. მას შემდეგ რაც ლეონდარდო და ვინჩი 14 წლის გახდა, 1466წელს, საცხოვრებლად ფლორენციასში გადავიდა, სადაც მამამ, მისი ხატვით გატაცების გამო, ანდრეა ვეროკიოს მიაბარა სამხატვრო სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ლეონარდო შესანიშნავად ხატავდა და შეიძლება ისიც ითქვას რომ ყველაფერს თავისით სწავლობდა. ხოლო უკვე 1478 წელს მან თავად გახსნა სახელოსნო. 1482 წელს იგი საცხობრებლად მილანში გადავიდა, რომელსაც სფორცას გვარის დიდებული ლუდოვიკო მორო (“მავრი”) მართავდა. სწორედ ლუდოვიკომ მიიწვია ლეონარდო თავისთან, როგორც მუსიკოსი და ხუროთმოძღვარი, და აკადემიის დაარსება დაავალა, რისთვისაც ახალგაზრდა გენიოსმა დაწერა “ტრაქტატი ფერწერაზე”, მხატვრების უნიკალური სამაგიდო წიგნი. ასევე მოროსგან იღებს პირველ შეკვეთას ლეონარდო, ააგოს დიდებული ძეგლი ლუდოვიკოს მამის საპატივცემულოდ სახელწოდებით “ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა დაამარცხეს და მილანიდან განდევნეს, რის გამოც ლეონარდო და ვინჩს იქიდან გაცლა მოუხდა. ერთი წლის შემდეგ ის კვლავ ფლორენციაში გამოჩნდა, სადაც 6 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მხოლოდ ერთხელ ათი თვე მოუწია მისი დატოვება კარდინალის კონდოტურის ჩეზარე ბორჯიას დავალებით, რომელმაც ციხეების მშენებლობასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა. 1506-1513 ლეონარდო კვლავ მილანში გადავიდა სააცხოვრებლად და ფრანგთა მეფე ლუი XII სამსახურში ჩადგა. სწორედ აქ მოღვაწეობის დროს შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო “მადონა ლიტა”.  სიცოცხლის ბოლო 20 წელი ლეონარდომ მოგზაურობაში გაატარა, რადგან ცდილობდა ეპობა ადგილი, სადაც თავისი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1506-1513 წლებში ლეონარდო და ვიმჩი კვლავ მილანში იმყოფებოდა, საერთო ჯამში იგი 23 წელი ცხობრობდა მილანში. 1513-დან 1519 წლამდე მან მონაცვლეობით იცხოვრა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში, სადაც ფრანგთა მეფე ფრანცისკ |-ის მიწვევით ჩავიდა. აქ მას ამბუაზის ახლოს მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე აჩუქეს. სწორედ აქ 1519 წლის 2 მაისს 67 წლის ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა. ჯორჯო ვაზარი წერდა, რომ ლეონარდომ ფრანცისკ |-ის ხელში დაიღუპა, თუმცა შესაძლოა ეს მწერლის მონაგონიცაა. და ვინჩმა სამუდამო განსასვენებელი ამბუაზის წმინდა ფლორენტინის სახელობის ეკლესიაში ჰპოვა. მისი საფლავი საფრანგეთის სამოქალაქო ომის დროს განადგურდა.

წყარო





1 комментарий:

  1. Bet on Roulette | William Hill
    William Hill have a long track record of delivering the finest services to online sports betting and gambling customers. We're proud to show you how well  Rating: 3 · 바카라 사이트 온라인 바카라 ‎1 vote · ‎Free · ‎Sports

    ОтветитьУдалить